“მე მაქვს იმედი და არა მოლოდინი “ქართული ოცნების მხარდაჭერის”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც მმართველი გუნდის მხარდაჭერას ეხებოდა.
“მე მაქვს იმედი და არა მოლოდინი “ქართული ოცნების” მხარდაჭერის. როცა იქნება მხარდაჭერა კონსულტაციებზე შემდეგ ვისაუბროთ. ჩემი ძირითადი იმედი არის მაინც მოსახლეობა და მივმართავ მათ იაქტიურონ.
რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტის როლი შეცლილია, ეს უკვე არის კანონში და პრეზიდენტი უნდა იყოს უპარტიო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის საკუთარ სახლში აპირებს ცხოვრებას და “სამსახურში ფეხით ივლის”.
კომენტარები