საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის შეფასებით, ახალი პრეზიდენტი უმჯობესია, თუ ორბელიანების სასახლეში განთავსდება, რადგან მის ფუნქციებს აღნიშნული სასახლე უფრო შეესაბამება.
თუმცა, როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სუბარმა განაცხადა, პრეზიდენტმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სად იქნება მისი ადმინისტრაცია.
„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს იმ სასახლეში, რომელიც არის შესატყვისი მისი იმ ფუნქციების, რასაც ახალი კონსტიტუცია აწესებს, თუმცა თითოეულმა ადამიანმა, იმ კანდიდატმა, რომელიც გაიმარჯვებს, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა იყოს, არანაირი მითითება არ იქნება. პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, იმ ფუნქციებით, რაც არის ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტისთვის, სასახლე, რომელიც მისთვის არის გაკეთებული, ორბელიანის სასახლეს ვგულისხმობ, არის აბსოლუტურად შესატყვისი“,– განაცხადა სუბარმა.
“პრეზიდენტი უნდა იყოს იმ სასახლეში, რომელიც არის შესატყვისი მისი იმ ფუნქციების, რასაც ახალი კონსტიტუცია აწესებს”
2018/08/17 13:32:41
ნანახია: 704 ჯერ