დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სარეკლამო აბრები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს აღნიშნულ საკითხზე ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დაავალა.
„მინდა სარეკლამო აბრების საკითხს შევეხო, განსაკუთრებით კახეთის გზატკეცილზე. მე მგონია, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მხედველობაში მაქვს ისეთი სარეკლამო აბრები, რომლებიც მაგალითად გადასასვლელი ხიდების მსგავს კონსტრუქციებზეა მოწყობილი და გზის მთლიან სიგრძეზეა. მე ვფიქრობ ეს ძალიან ცუდია და მოწესრიგებული უნდა იქნეს. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ იქონიოს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ბიზნესის განხორციელება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე,”- განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე: მგონია, რომ სარეკლამო აბრები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს
2018/08/22 12:24:05
ნანახია: 827 ჯერ