პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის მსმენელი და ხელისუფლებამდე იმ პრობლემების მიმტანი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ზესტაფონში განაცხადა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ზესტაფონში ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავიდა.
მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღესვე კიდევ ორ ქალაქში – ხაშურში და ბორჯომში ჩავა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად სხვადასხვა რეგიონში უკვე 27 000 ხელმოწერა შეგროვდა.
ხელმოწერების კამპანიის დასრულებამდე 2 კვირა რჩება. ამ დროისათვის დამოუკიდებელი კანდიდატი უკვე 10 ქალაქში იმყოფებოდა.
კომენტარები