„პრეზიდენტმა გაიარა კონსულტაციები და ნინო გვენეტაძე წარადგინა. როდესაც ნინო გვენეტაძე გადადგა, ერთი მადლობაც კი არ გადაუხადა მის მიერვე წარდგენილ ადამიანს“, – აცხადებს საქრთველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამართულ და უკვე დასრულებულ კონსულტაციების პროცესს სპექტაკლი უწოდა.
„პრეზიდენტმა გაიარა კონსულტაციები და ნინო გვენეტაძე წარადგინა. როდესაც ნინო გვენეტაძე გადადგა, ერთი მადლობაც კი არ გადაუხადა მის მიერვე წარდგენილ ადამიანს. როგორც ჩანს, ამ ადამიანის მთავარი სამუშაო იარაღი კონსულტაციებია“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
კომენტარები