ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ცესკო-ს 32-მა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმართა.
„კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატობის მსურველებს, პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს შეუძლიათ, განცხადებით მომართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, ამის შემდეგ ისინი იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, ხელმოწერები უნდა იყოს შეგროვებული არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა და ცესკო-ში წარმოდგენილი, ხოლო კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ამ ეტაპზე, სულ საარჩევნო ადმინისტრაციას მომართა 32-მა პრეზიდენტობის კანდიდატმა. 32-დან ნახევარი მათგანი არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ, ხოლო ზუსტად მეორე ნახევარი არის საინიციატივო ჯგუფების მიერ. ხელმოწერების წარმოდგენების პროცესი მიმდინარეობს, ჯერჯერობით კანდიდატობის თითოეულ მსურველს აქვს ხელმოწერების შეგროვებისთვის დრო“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.