მამუკა ბახტაძე სტუდენტებს მიმართავს.
“დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გახდა ცნობილი. გილოცავთ, სტუდენტებო, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და გისურვებთ წარმატებას!
როგორც არაერთხელ გამიჟღერებია, განათლება ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, შესაბამისად, განათლების ხარისხი, ისევე, როგორც განათლების მიღებისა და გამოცდებისათვის აუცილებელი გარემო, ყოველ მომდევნო წელს იქნება უკეთესი.
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი!” – წერს პრემიერი.
კომენტარები