სალომე ზურაბიშვილი აცხადებს რომ მისთვის რთულად წარმოსადგენია, ვის დაუჭერს “ქართული ოცნება” მხარს მის გარდა.
“აბსოლუტურად გასაგებია ქართულ ოცნებაში მიმდინარე დისკუსია – პარტიისთვის ისედაც რთული გადაწყვეტილებაა, უარი თქვას საკუთარ კანდიდატზე და სხვა, არაპარტიულ პირზე გადაანაწილოს ამომრჩევლის მხარდაჭერა, თანაც ხომ უნდა გაირკვეს, ვინ დარეგისტრირდება საპრეზიდენტო კანდიდატად, ხომ შეიძლება, ჩემი რეგისტრაცია ცესკოში შეფერხდეს? თეორიულად ხომ შეიძლება დავუშვათ ეს. ამიტომ აბსოლუტურად გასაგებია, რატომ ითხოვს ქართული ოცნება 8 სექტემბრამდე ვადას, სწორედ 8 სექტემბერს გაირკვევა საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა. სხვა მხრივ კი, როგორც მე ვერ წარმომიდგენია, ქართული ოცნების გარდა, სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია, ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი ქართულმა ოცნებამ ”.
“რთული წარმოსადგენია, ჩემ გარდა, სხვა ვის უნდა დაუჭიროს მხარი “ქართულმა ოცნებამ”
2018/09/03 14:10:46
ნანახია: 728 ჯერ