საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, 11 სექტემბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 15:30 საათზე დაიწყება. უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.
საბჭოს სხდომაზე მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
სხდომაში მონაწილეობისთვის მოწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი.
კომენტარები