საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას თქმით, მმართველმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
“ვფიქრობ, პოლიტსაბჭოზე ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს. ეს საკითხი ადრეც იდგა და აღმოჩენა არ იყო, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა გადავწყვიტეთ. მე მასში მომწონს, რომ მას აქვს შთამბეჭდავი თავგადასავალი და ის პიროვნულად ძალიან წონიანი დაჯდება ნებისმიერთან, იქნება ეს ტერეზა მეი, მაკრონი თუ სხვები. ის იქნება საკმაოდ საინტერესო პრეზიდენტი“,- აცხადებს ქანთარია.
კომენტარები