საქართველოს პრეზიდენტის მიწვევით, დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სხდომა 15:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია, 2019 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.
მომხსენებლები იქნებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
ცნობისთვის, სხდომაში მონაწილეობისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრია მიწვეული.
კომენტარები