პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის არის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი და არა ამ პარტიის წევრი. ამის შესახებ მან ტვ პირველის გადაცემა “რეაქციის” ეთერში სტუმრობისას ისაუბრა და დასძინა, რომ ის არ იქნება ვინმესგან მართული პრეზიდენტი.
“ჩემზე ამბობდნენ, რომ ვარ ხან პრინციპული, არავის არ ვუჯერებ და ამით აშინებდნენ ოცნებას, რომ ჩემ მართვას ვერ შეძლებდნენ, მეორე მხრივ კი მაბრალებდნენ, რომ ვარ “ქართული ოცნების” კანდიდატი და ვიქნები მათგან მართული, მე მინდა გითხრათ, რომ არცერთი ვიქნები და არც მეორე. არ ვიქნები პლასტელინი, რადგან ეს არ არის ჩემი ხასიათი. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ასე არ მოხდება.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა “რეაქციის” ეთერში.
კომენტარები