კეთილი ინებონ და ბიუჯეტში დავალიანება გადაიხადონ, – ასე ეხმაურება საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებს.
მინისტრის თქმით, ბიუჯეტში დავალიანება კომპანიამ აუცილებლად უნდა გადაიხადოს.
„ბიუჯეტში დავალიანება უნდა გადაიხადონ, გინდ ვიდეო ჰქონდეთ, გინდ აუდიო. ერთადერთი, რასაც ვადასტურებ არის დავალიანება ბიუჯეტთან, რომელიც 3 წლის განმავლობაში იზრდებოდა და ეს უნდა გაჩერებულიყო. კეთილი ინებონ და გადაიხადონ”,– განაცხადა მაჭავარიანმა.
კომენტარები