ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა, რომ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება.
“ეს არის ძალიან მზარდი ბაზარი და ჩვენც ჩავერთვებით მასში. ჩვენ მილიარდი ლარის ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ”, – განაცხადა მაჭავარიანმა, თუმცა დასძინა, რომ ეს ციფრი სუბიექტურია, რადგან ექსპორტის დათვლა უფრო რთულია ვიდრე “შიდა ციფრების”.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ზუსტად ის, რომ კანაფის ექსპორტი ახალი დარგია, საქართველოს აქვს შანსი დაიკავოს მოწინავე პოზიციები. “კანაფი კი არ გადაარჩენს საქართველოს, ინოვაციური მიდგომა გადაარჩენს”, – განაცხადა მაჭავაარიანმა.
მინისტრის თქმით, კანაფის კონტროლის სააგენტო იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე, რომელიც დაარეგულირებს ლიცენზირებას.
კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.