“პატრიოტთა ალიანსის წევრი” და ტელეკომპანია “იბერიის” დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე პატრიოტების საპარალემენტო ფრაქციას ტოვებს. როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თქვა, მისთვის გაუგებარია ჩხეიძის პარტიიდან წასვლის მიზეზები. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.
ირმა ინაშვილის თქმით, ნატო ჩხეიძის ამ გადაწყვეტილების შესახებ მან ჟურნალისტებისგან შეიტყო.
“არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, არ ვიცი, რა არის ამისი რეალური მიზეზი. პარტიული ცხოვრების 2 წლის მანძილზე არასდროს გვქონია რაიმე უთანხმოება, დაპირისპირება. ნორმალური, თბილი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. კიდევ ვამბობ: გაუგებარი და მოულოდნელია ჩემთვის ნატოს ეს გადაწყვეტილება. ხვალ შევხვდები ნატოს და ვისაუბრებთ ამ თემაზე”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
კომენტარები