საქართველოში 21 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როუზ გოტემოლერი საქართველოში პირველად 2017 წლის მაისში იყო ჩამოსული.
როუზ გოტემოლერი თანამდებობაზე 2016 წელს დაინიშნა და ალექსანდრ ვერშბოუ შეცვალა. 5 სექტემბერს როუზ გოტემოლერს ბრიუსელში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდნენ.
კომენტარები