ეკა ბესელია პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მიერ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გადაცემა “რეაქციის” ეთერში ჩართვისას გამოეხმაურა.
“თაკო ჩარკვიანი საუბრობდა სალომე ზურაბიშვილზე, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ამის მოსმენა, იმის თქმა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიზნად ისახავს და გეგმა აქვს, რომ ქვეყანა გაუფინოს რუსეთს, ამაზე მძიმე რა უნდა დააბრალო, ამაზე მეტი ცილი რა უნდა დასწამო. ეს ისეთი მიუღებელია, ისეთი დაუშვებელი რამ არის, არ შეიძლება.
მე მესმის რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურა, მართალი გითხრათ მთლად კარგად არ მესმის რასაც აკეთებს თაკო და ვისთანაც დგას, მაგრამ ეს მისი არჩევანია, არ მინდა ამაში შევიდე, მაგრამ ასეთი ბრალდება და ასეთი ზღვარგადასული შეფასებები ყველაფერს სცდება” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომენტარები