სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ საინფორმაციო კამპანიას კანაფის კულტივაციის შესახებ ის გაუძღვებოდა, არასწორად იქნა მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომლის შემდეგაც იგი კანაფის დედოფლად მონათლეს.
“როდესაც ვთქვი, რომ მე საინფორმაციო კამპანიის სათავეში ჩავდგები, რომელიც არის საშინელი დაავადება, რომელიც უნდა იყოს მიტანილი სკოლიდან ბოლომდე ახალგაზრდებთან, რომ ამით ახალ პერსპექტივას კი არ შოულობენ, თავიანთ ცხოვრებაში ყველა პერსპექტივას კარგავენ, ამის მიმტანი ვიქნები მე. ჩავდგები ამ საინფორმაციო კამპანიაში. ზოგიერთმა მედიამ და ზოგიერთებმა კი ცუდად გაიგეს, ამიტომ მომნათლეს კანაფის დედოფლად. მე ძალიან მიხარია, რომ ამ დროს, როდესაც მუშავდება ეს კანონმდებლობა, ის ნაწილი, რომელიც ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო, ჯერჯერობით გადადებულია,“– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.