„მე, ყველაფრის შემძლე ნამდვილად არ ვიქნები. მე ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას არ ჭირდება არც „ზეპრეზიდენტი“ და არც ,,ყოვლისშემძლე“ პრეზიდენტი”, – ამის შესახებ აჭარაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა ხელვაჩაურის მოსახლეობასთან შეხვდრისას განაცხადა.
„ქვეყანას ადამიანური, ჩვეულებრივი პრეზიდენტი ესაჭიროება, რომელიც თქვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება. მე მინდა ვიყო ეფექტური, შედეგიანი პრეზიდენტი და ამისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ. თქვენ უნდა მომცეთ თქვენი პროგრამა. არჩევნების შემდეგ იწყება ჩვენი ერთობლივი, ნამდვილი საქმე, როცა თქვენ მოხვალთ ჩემთან იმისათვის, რომ გამიზიაროთ რა პრობლემები არსებობს და როგორ ხედავთ მათი გადაჭრის გზებს. მე ვიცი და მჯერა, რომ ბევრი გიფიქრიათ ამ საკითხზე და სწორედ ამიტომ, არსებულუ პრობლემები ერთად უნდა გავიაზროთ და გადავჭრათ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.