სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში გაკეთებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და პატრიოტული საქმე, ეს არის ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა მარტვილში, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ქალბატონ სალომეს პარლამენტში გაკეთებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და პატრიოტული კარგი საქმე – ეს არის ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი. ძალიან კარგად გვახსოვს რა პროცესები წავიდა ქვეყანაში 1992 წლის შემდეგ. ძალიან ბევრი ჩვენი თანაქალაქელი, თანასოფლელი უცხოეთშია წასული და დღესაც ტირის, ისე უნდა საქართველოში დაბრუნება. ძალიან ძნელია ამის გაკეთება, ამდენი წელი გავიდა და ყველამ რაღაცა ტიპის ბმა იმ ფორმებთან განიცადა, რომელშიც არიან და ის, რომ ორმაგი მოქალაქეობა გამარტივებულიყო, ქალბატონმა სალომემ შემოიტანა ეს ინიციატივა საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიაში და ჩვენ, ასეთი ტიპის ფორმულირება მივიღეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ქალბატონმა სალომემ, როგორც დიდი ემიგრაციის წარმომადგენელმა, ყველაზე ძველი ემიგრაციის წარმომადგენელმა საქართველოს პირველი მთავრობიდან, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.