საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში მარტვილში, ჩხოროწყუში და წალენჯიხაში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
“მე ვიყავი ერთ-ერთი ხელმომწერი მიმართვისა, რომლის თანახმადაც იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. ჩემი სურვილია, რომ მეგრულმა ოდამ ასევე მოიპოვოს ძეგლის სტატუსი”,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჩხოროწყუში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.
სალომე ზურაბიშვილი – ჩემი სურვილია, რომ მეგრულმა ოდამ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოიპოვოს
2018/09/30 18:09:00
ნანახია: 1463 ჯერ