„ომეგა ჯგუფისა“ და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების თემაზე ბიუროს წევრებს შორის მწვავე დაპირისპირება ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.
ბიუროს სხდომა დახურულია, თუმცა სხდომათა დარბაზში ბიუროს წევრები დარჩნენ და მათ შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მიმდინარეობს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, აკაკი ბობოხიძესმიმართა სიტყვებით: „დაახვიე ახლა აქედან“, თუმცა ინაშვილს ბიუროს სხდომაზე გამართულ კამათში მონაწილეობა არ მიუღია.
კომენტარები