“საერთოდ დაეკარგა ჩემთვის ფასი ამ სერიალებადქცეულ ჩანაწერებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ეკა ბესელია თავს იკავებს ჩანაწერების შესახებ საუბრისაგან, ვიდრე აუდიოჩანაწრების ავთენტურობა არ დადგინდება.
“საერთოდ დაეკარგა ჩემთვის ფასი ამ სერიალებადქცეულ ჩანაწერებს. ეს უკვე აშკარად სრულიად სხვა პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელია. რაც შეეხება ამ საკითხის სამართლებრივ მხარეს, გეტყვით, რომ პასუხისმგებლიანი ადამიანი ნებისმიერ ასეთ მასალას საგამოძიებო ორგანოს მიუტანდა, გადასცემდა და მოითხოვდა ამ ფაქტების გადამოწმებას. გუშინ ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ ფალსიფიცირებულია ერთ-ერთი ჩანაწერი. ეს თავდაყირა აყენებს ვერსიას, რომ ჩანაწერები უნდა მივიღოთ როგორც უტყუარი ფაქტი. ჩემთვის ნებისმიერი ასეთი ჩანაწერი იწვევს კითხვას – არის თუ არა ავთენტური და კანონიერი გზით მოპოვებული. მე ვერ ვიმსჯელებ მის შინაარსზე, ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია: საერთოდ დაეკარგა ჩემთვის ფასი ამ სერიალებადქცეულ ჩანაწერებს
2018/10/02 21:27:42
კომენტარები
ნანახია: 1033 ჯერ