ნამდვილად არ მსმენია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კონკრეტულ ბიზნესს წილში ჩაჯდომოდეს, ეგეთი რაღაც არ გამიგია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა რეაქციაში განაცხადა.
მისი თქმით, არათუ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ არ სმენია მსოფლიოში არც ერთი პოლიტიკური პარტიის შესახებ, რომელიც ბიზნესს წილში ჩაჯდომოდეს.
„ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ამ კრიმინალური დაჯგუფებისგან, რომელიც ქურდული მეთოდებით მართავს ქვეყანას. ვიღაც ვიღაცას ბიზნესში უჯდება, ვიღაც ვიღაცას წილს ართმევს, ვიღაცას სარდაფში ჩაჰყავს ვიღაცა და ფიზიკურად უსწორდება. მე საერთოდ არც მსმენია ასეთ რამე, პოლიტიკური პარტია ბიზნესს უჯდებოდეს წილში. ნამდვილად არ მსმენია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რომელიღაც ბიზნესს წილში ჩაჯდომოდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, მსოფლიოში არ გამიგია პოლიტიკური პარტია ვიღაცას წილში უჯდებოდეს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.