გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილს ვინმეს ფული სჭირდებოდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მისი სახელით ვინმე სპეკულირებდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვინმეს ფული დასჭირდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილის სახელით ვინმე სპეკულირებდეს. ამიტომ ვფიქრობ, ამ შეკითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. მე რაც ვიცნობ ამ პიროვნებას, მთელი ცხოვრება სხვას აძლევს ფულს და წარმოუდგენელი იქნება, ბიძინა ივანიშვილმა აქეთ მოსთხოვოს ვინმეს ფული, ეს წარმოუდგენელია, თუმცა წარმოუდგენელი არ არის და დასაშვებია, ვიღაც სხვამ ისპეკულიროს მისი სახელით“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
კომენტარები