საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს რომ ამ თემას “ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნოდ იყენებს. გია ვოლსკი მიიჩნევს რომ მედია აღნშნულ საკითხს არასწორად აშუქებს.
„მედია არასწორად აშუქებს ამ თემას და სწორედ ეს იწვევს უკმაყოფილებას. ოქუაშვილის თემას საერთოდ არ კითხულობს არც ჟურნალისტები, არც არასამთავრობოები, თუ საიდან მოიტანა ეს სისულელეები, არ კითხულობს საიდან აქვს ის ჩანაწერები, არ კითხულობს რა მიზნით აქვს ეს ფული და ვისთვისაა გადახდილო, იმიტომ, რომ არ ჩანს და პირდაპირ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. წინასაარჩევნო თემა რომ შემოგაქვს, ხომ უნდა დააკვირდე, რომ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, მეორე “ნაციონალური მოძრაობა” ზაზა ოქუაშვილის თემას იყენებს. ოქუაშვილს კითხეთ მაინც, კი მაგრამ, რაში იხდიდით იმ მილიონ 700 ათასს, ვის უხდიდით, სად უხდიდით და რისთვის უხდიდით. ოქუაშვილს ახდევინებდნენ პარტიის ფულს, იყო ჭიდაობა, გადავიხდი, არ გადავიხდი?! ეს ხო ზღაპარია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.