საქართველო, ქალაქი დუშეთი – ეს არის მისამართი, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ჟურნალისტების შეკითხვაზე – აპირებს თუ არა პოლიტიკაში დარჩენას და სად ვიხილავთ საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
“საქართველო, ქალაქი დუშეთი – ეს არის მისამართი. ჩვენ ქალაქად მოვიხსენიებთ დუშეთს. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზში არ გვაცხადებენ, დუშელები მისი ქალაქად მოხსენიების ძალიან დიდი პატრიოტები ვართ,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კომენტარები