საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, მიიჩნევს, რომ ოპონენტები წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში არეულობის შეტანას ცდილობენ. მისივე შეფასებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანიას აწარმოებს.
“ყველა შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს რამენაირად დესტაბილიზაცია შეიტანოს, არიოს სიტუაცია, მაგრამ მათ ეს არ გამოსდით. მთელი საზოგადოება ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილი აწარმოებს ევროპულ საარჩევნო კამპანიას, რომელიც არ არის ორიენტირებული დესტრუქციაზე, დეზინფორმაციაზე, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე. მთელი მათი კამპანია დაწყებული “რუსთავი2″-ის მიერ გაჟღერებული უწმაწური ფრაზებიც კი სავსეა ნეგატივით”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კომენტარები