ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია, ტელევიზიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, ამ თემაზე საზოგადოების მძაფრი რეაქცია იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოში ხალხს უჭირს.
მისივე თქმით, ქვეყანაში რეალური კრიზისი არ არსებობს.
„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი.
ეს არის ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და ეს მარტო იმისთვის არ კეთდება, რომ არჩევნებია.
ამის ძირითადი საფუძვლები, ფუნდამენტური პრობლემა, არის ჩვენი ხალხის გასაჭირი, ჩვენს ხალხს უჭირს. ამიტომ, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა. ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ასეთი ტიპის ვითომ კრიზისები, რომელიც რეალურად კრიზისი არ არის, რომ გავასწოროთ, ამის ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.
აბა გადახედეთ, ასეთი რაღაცები ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია – არა, იმიტომ რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცებს არ გამოეკიდება,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
გიორგი ქობულია – ეს არის ყველაფერი თითიდან გამოწოვილი
2018/10/18 13:11:35
კომენტარები
ნანახია: 761 ჯერ