ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიება იმ საქმეზე, რასაც ჰქვია ჩანაწერების გაკეთება ციხის პირობებში. გამოძიება დაწყებულია უკვე რამდენიმე დღეა, ბევრად ადრე ვიდრე ერთ-ერთი ტელევიზია გაავრცელებდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოძიებამ გასცეს კითხვებს პასუხი – როგორ მოხდა, ამ ჩანაწერების გაკეთება ციხის კედლებში, ვინ გააკეთა ეს და როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გატანა, შემდეგ კი საჯარო სივრცეში მოხვედრა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში იუსტიციის ახალი სახლის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, პროცესების ეს ჯაჭვი გამოძიების თემაა. რაც შეეხება ჩანაწერების შინაარსს, მინისტრი პატიმრის საუბარზე პოლემიკას არავისთან აპირებს.
„ბატონი სუბელიანი გახლავთ პატიმარი, ის გახლავთ ბრალდებული ის ბრძანდება ერთ ერთ დაწესებულებაში , რომელიც სულ ახლახანს გახდა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი. ამიტომ ვთვლი, რომ იუსტიციის მინისტრი არ უნდა შედიოდეს პატიმართან დისკუსიაში, ეს არ არის ჩემი საქმე, არც არასდროს გავაკეთებ“, – ამბობს წულუკიანი.
რამდენიმე დღეა, რუსთავი 2-ის ეთერით სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მონაწილეობით სხვადასხვა შინაარსის ფარული აუდიოჩანაწერი ვრცელდება.
მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა. დანაშაულის ჩადენის დროს ის მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ამ ფაქტის გამო თანამდებობა მალევე დატოვა. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა სუბელიანს ბრალდებულების სასარგებლოდ საქმეში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა.
9 ივნისს მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
“მნიშვნელოვანია, როგორ მოხდა, ამ ჩანაწერების გაკეთება ციხის კედლებში, ვინ გააკეთა ეს და როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გატანა”
2018/10/19 00:14:53
კომენტარები
ნანახია: 944 ჯერ