„როცა ოპონენტები შავ წარსულში დაბრუნებას გვთავაზობენ, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მწვანე პოლიტიკაზე მუშაობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „მწვანე პოლიტიკის“ შეფასებისას განაცხადა.
„როცა ჩვენი ოპონენტები შავ წარსულში დაბრუნებას გვთავაზობენ, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მწვანე პოლიტიკაზე მუშაობს. მწვანე შავის ნაცვლად – განსხვავება აშკარად ჩანს.
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ცენტრალური უბნების განტვირთვა ავტომანქანებისგან – ამ გეგმებისთვის უკვე კონკრეტული ვადები დასახელდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები