მე ვუყურებ ფაქტს, რომ ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის მცდელობა. რამ განაპირობა და რომელი კომპლექსის ან რისი კომპენსაციაა, ნამდვილად არ მაინტერესებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რადიო „თავისუფლების“ ეთერში განაცხადა.
“მე ვუყურებ ფაქტს, რომ ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის მცდელობა. რამ განაპირობა და რომელი კომპლექსის ან რისი კომპენსაციაა, ნამდვილად არ მაინტერესებს. ისევე როგორც პუტინზე არ მაინტერესებს. ამბობენ, რომ პუტინს პიროვნული პრობლემა აქვს საბჭოთა კავშირის გამო, ჩემთვის უთქვამთ უცხო ქვეყნის ლიდერებს. არ მგონია, რომ ფსიქოანალიზი უნდა განხორციელდეს პოლიტიკაში, იმიტომ რომ მე თუ გავიგე, რომ პუტინს სტრესი აქვს, რადგან საბჭოთა კავშირი დაინგრა და ამით მოვახდინო ლეგიტიმაცია იმის, რომ დაბომბა ჩემი მოქალაქეები, ამ სიღრმეში შესვლა არ მინდა. ამ შემთხვევაშიც, ვხედავ ფაქტს, რომ ხდება ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რა მოტივაცია ჰქონდა ამას, მე არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი – არ მგონია, რომ ფსიქოანალიზი უნდა განხორციელდეს პოლიტიკაში
2018/10/24 12:42:21
ნანახია: 710 ჯერ