პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებული აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი, რათა ყველა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საზოგადოების მოთხოვნა, რომ გვქონოდა თავისუფალი ევროპული წინასაარჩევნო კამპანია, ვერ მოხერხდა რიგი პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ. მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყო თანაბარი საარჩევნო გარემო და თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დავალებული მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი რათა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე – შსს-ს დავალებული აქვს ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოს წესრიგი
2018/10/25 11:37:17
ნანახია: 740 ჯერ