“ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გორში მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სამძიმრით, მოგეხსენებათ გუშინ დიდი ტრაგედია დატრიალდა გორში, ვერცერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა გულგრგილი, მთელი საქართველო შეძრულია. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მშობლებსა და ახლობლებს. როგორც ცნობილია, პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი მკვლელი, ვისურვოთ რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლები იყოს ასეთი ტრაგედიები“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას
კომენტარები