“პირდაპირ პარალელის გავლება კეზერაშვილსა და ფარცხალაძეს შორის რთულია. ფარცხალაძემ საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა და 5 წელია ცდილობს ბიზნესი აკეთოს“, – ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
”კითხვები ლოგიკურია, რაც პასუხს მოითხოვს. დამახინჯებული ბრალდებები, რასაც ოპოზიცია ცდილობს, რომ ხალხი სარდაფში დაყავს და გაუპატიურებებს ცდილობს, ამით ნუ დავამძიმებთ.
რაც შეეხება თორდიას საქმეს, ლაშა თორდია მაშინ მოვალეობას ასრულებდა. აუდიტის სამსახურის უფროსი იყო და არანაკლებ ადეკვატურად იქცეოდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ამჯერად ბიძინა ივანიშვილი “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრანიუსის”, “კავკასიას”, “იბერია TV”-ს წარმომადგენლებს ხვდება.