ირაკლი კობახიძემ სწორი სინონიმი მოუძებნა ნიკა გვარამიას, როდესაც მის განცხადებას ფაშისტური უწოდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მანვე ამ კონტექსტში არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას გვარამიას განცხადება არ გაუკრიტიკებია.
„სამი დღე დაელოდნენ „ქართული ოცნების“ შტაბიდან, როდესაც გვარამიამ საშინელი განცხადებები და მუქარა გაუგზავნა ქალბატონ სალომეს, რომ ვინც მაგას დაეხმარება, საქართველოში არ დაედგომებაო. ამას კობახიძემ უპასუხა, რომ ეს იყო ფაშისტური გამონათქვამი. მან სწორი სინონიმი მოუძებნა გვარამიას გამონათქვამს. მე ვუთხარი ირაკლის, რომ არ უნდა ეხმარა ეს სიტყვა, რადგან ისინი სიტყვას გაეკიდებოდნენ და არა შინაარსს და ასეც მოხდა. გვარამიას გამონათქვამი ფაშისტური იყო. არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამოვიდა და გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით პოზიცია არ დააფიქსირა. პირიქით, ერთ-ერთმა მათგანმა მიხეილ ბენიძემ თქვა, გვარამია სწორად მოიქცაო“, – განაცხადა ივანიშვილმა.