თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რუსთავი 2“ „ოლ ინ“-ს შევიდა, დაარღვია ყველა კანონი და შუაღამის კოშმარი მოუწყო ისედაც გადაღლილ ხალხს!
ცოტაც გავუძლოთ ღამის საოცრებათა, ბნელთა და ბოროტთა სულებს!
ჩირქის ქურუნპულივით გასკდება და დამთავრდება!
გული მტკივა, რომ ჩვენს ქვეყანას მსგავს რეალობაში უწევს ცხოვრება, განსაკუთრებით გასული ერთი თვის განმავლობაში!
ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკური რეალობის რადიკალურად შეცვლა სწორედ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია! კონსტრუქციულ, მძიმე პოლიტიკური წონის მქონე პრეზიდენტს, ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, კონსტიტუციურ ჩარჩოებში თანამშრომლობით შეუძლია მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა!
2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა დააყენა ქვეყანა თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და განვითარებისკენ მიმავალ ლიანდაგზე! დღესაც, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ამ გზის გაგრძელება, დაჩქარება და ჩვენი პატარა, ტრადიციული, ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა!“ – წერს შაქარიშვილი.