საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მმართველი გუნდი, აქტიურად ემზადება მეორე ტურისთვის. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი კომპლექსური ცვლილებებისთვის ემზადება.
„მეორე ტურამდე არც ისე ბევრი დრო არის დარჩენილი. არჩევანი უნდა გააკეთოს ყველა მოქალაქემ, რომელსაც ამ ქვეყანაში თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა უღირს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ მობილიზება გავაკეთოთ ყველა ჩვენი ადამიანური რესურსის, აქტივის და მივიდეთ ყველა იმ ადამიანამდე, ვინც არ მოვიდა არჩევნებზე და ვუთხრათ, რამდენად გაიზარდა არჩევნების მნიშვნელობა.
სალომე ზურაბიშვილთან გუშინ მქონდა კომუნიკაცია. ვიცი, რომ ის მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება, ისევე როგორც ვემზადებით ჩვენ. ახლა პარტია არა მხოლოდ ფრანგმენტულ, არამედ კომპლექსურ ცვლილებებზე საუბრობს. ეს ძალიან კარგად დასანახი იქნება მოგვიანებით და ეს იქნება ყველა მიმართულებით, კერძოდ, მენეჯმენტის, მართვის, ადამიანური რესურსის. საჭირო იქნება ძალიან კომპლექსური ცვლილებები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.