თბილისში, წერეთლის გამზირზე ერთ–ერთი კორპუსის მე–14 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.
მამაკაცმა მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები მიიღო.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.
“ახალგაზრდა მამაკაცი კონტაქტური იყო. მან ვარდნის შედეგად ზედაპირული დაზიანებები მიიღო და აღენიშნებოდა დაჟეჟილობა. პაციენტი გადაყვანილია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში”, – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები