თურქეთის განრისხებული მოსახლეობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულებს თავს დაესხა, – აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცებმა Bild ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მოსახლეობამ რამდენიმე მეამბოხე სტამბოლის ცენტრში გაიყვანა, გააშიშვლა, გაროზგა და უმოწყალოდ სცემა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც თავის მოკვეთის სცენაა ასახული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მეამბოხე სიკვდილით ბოსფორის სრუტის ხიდზე დასაჯეს.
ამასთან, “ტვიტერში” თურქეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა შეტყობინება: “არ მივატოვოთ ქუჩები, გადატრიალების მცდელობები შესაძლოა, განმეორდეს”.
კომენტარები