ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში მიყვანილი პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავებულის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. მომხდარის მიზეზებს გამოძიება ადგენს.
კომენტარები