ФСБ-ს საცეცები არ უნდა გვიანონსებდნენ რევოლუციებს! – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს აქვეყნებს.
“მივმართავ ხელისუფლების შესაბამის უწყებებს! სასწრაფოთ დაინტერესდით, გამოავლინეთ და გააძევეთ ქვეყნიდან ოკუპანტი ქვეყნის მიერ მოგზავნილი ФСБ-ს აგენტი, ვინმე შკლიაროვი, რომელიც საქართველოში არეულობას და დესტაბილიზაციას გვიანონსებს!
ეს ადამიანი შემჩნეულია პუტინის უშუალო გარემოცვაში, ФСБ-ს საცეცები არ უნდა გვიანონსებდნენ რევოლუციებს!
შორს სისხლიანი, ოკუპანტი ხელები საქართველოდან, შეწყდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბინძური და ანგაჟირებული ხელების ფათური საქართველოს პოლიტიკაში! საქართველო ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს და არ არის ვიღაც გადამთიელის გადასაწყვეტი, ვინ გვეყოლება პრეზიდენტი!”, – წერს ლადო სადღობელაშვილი.
