არაოფიციალური ინფორმაციით, გორის პარკში 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ახალ ბაღში ყველა შესასვლელი ბლოკირებულია. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელი გატაცების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა. ადგილზე არიან გატაცებული ბავშვის ოჯახის წევრებიც.
იაგო ნებიერიძე გორში 8 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
კომენტარები