ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება.
“ვერ გახდება პრეზიდენტი, მათი მთავარი სცენარია ამ ხელისუფლების ჩამოშლა ნებისმიერ ფასად. ეს კინო ბევრჯერ მაქვს ნანახი მათი შესრულებით. ჯერ მოაწყვეს ვითომ სატანკო ბატალიონის გამოსვლა ხელისუფლების წინააღმდეგ და კობა კობალაძე დაიჭირეს არაფრის გამო. არაფრის გამო დააკავეს სულით და ხორცით პატრიოტი ხალხი, სისხლი დაღვარეს, ასე დაღვრიან სხვა პატრიოტების სისხლსაც, თავად ცრემლსაც დაღვრიან, მერე სადღაც გაიქცევიან და იქნებიან ხელისუფლებაში. შეიძლება ვიღაცას პური და კვერცხი არ ჰქონდეს, მაგრამ ამის გამო რომე ს არ აგქვს და დანარჩენ საზოგადოებას აწამებდნენ, იჭერდნენ და სისხლში ისვრებოდეს ქვეყანა, ეს ერთმანეთის ტოლფასი არ არის. დიდი ყურადღებით მოეკდიეთ ვის აძლევთ ხმას” – განაცხადა მან ირაკლი ჩიხლაძის გადაცემაში.