დაახლოებით 12 საათია, სამართალდამცველები გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ეძებენ.
სამართალდამცველებთან ერთად, 2004 წელს გაუჩინარებული ზაქრო ბერძენიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.
გაუჩინარებული ბავშვის ოჯახის წევრები საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა, სავარაუდოა, რომ 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს 14 წლის გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა და ახლა იქ სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს.
კომენტარები