,,ამის შესახებ მე არ შემიტყვია. მოგეხსენებათ, მთელი დღეა ვმგზავრობ, შესაბამისად არ მქონია შესაძლებლობა გავცნობოდი ამ განცხადებას. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ზოგადად არ არის კარგი ანტისემიტიზმის ენა ან განწყობა, თუმცა ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ” – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ კომენტარზე.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ დაიქირავა პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაფტი და ის ანტისემიტურ კონტექსტში მოიხსენია, როგორც „ვიღაც ებრაელი აფერისტი“.
კომენტარები