ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის სპორტთან და სპორტსმენებთან შერიგების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ სპორტული პროგრამების დაფინანსება სულელური ხარჯია და ფუფუნებაა, ამ შეცდომის გამოსწორებას გრიგოლ ვაშაძე რუსთავი ორის სპორტულ გადაცემაში შეეცადა, სადაც სტუმრად მივიდა და ცდილობდა სპორტის ქომაგის როლი მოერგო.
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს არც ამჯერად გაუმართლა, სწორედ მაშინ, როცა სპორტის სახეობებიდან ის მხოლოდ ფეხბურთს ლანძღავდა , საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა.
„ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ სპორტის დაფინანსების პროგრამები ფუფუნებაა. ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთან ინტერვიუში თქვა.
იმედინიუსი
კომენტარები