ხადის ხეობაში სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადასცა.
მხარეები ნაფიც მსაჯულებს 2018 წლის 3 დეკემბერს, გორის რაიონულ სასამართლოში შეარჩევენ.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა – დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს.
კომენტარები