გურჯაანის სოფელ ვეჯინში მომხდარ ინციდენტში მონაწილე “ნაციონალური მოძრაობის” სამი კოორდინატორი ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.
სოფელ ვეჯინში მომხდართან დაკავშირებით “კვირასთვის” ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
“ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი აცხადებდა, რომ მის საცხოვრებელ სახლში სამი ბოთლი ე.წ მოლოტოვის კოქტეილი დაუდგენელმა პირებმა შეაგდეს.
“კვირას” ინფორმაციით, კი ე.წ მოლოტოვის კოქტეილების სამი ბოთლი ელმირა ბეციაშვილის სახლის ტერიტორიაზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ერთი ბოთლი ავტომობილის ქვეშ, ხოლო ორი ავტომობილის გვერდით ეგდო.
ინციდენტის დროს ელმირა ბეციაშვილთან სტუმრად იმყოფებოდა ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ორი კოორდინატორი, ცოლ- ქმარი თამილა სიბაშვილი და გოჩა იმედაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის არ მიცემის გამო, დედამთილს მეუღლესთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა და დაკბინა.
სოფელ ვეჯინში მომხდარ ინციდენტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
23.11.2018 10:26:18

ნანახია: 810 ჯერ