პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, მიმდინარე საარჩევნო კამპანია შეაფასა და აღნიშნა, რომ კამპანიის დროს, რუსული, ბოლშევიკური მეთოდების გამოყენება ხდება. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაში, ადამიანის ყველა კუთხით დისკრედიტაცია ხდებოდა.
„პირველი დღიდან, მე ვთქვი, რომ ეს არ იყო ის საარჩევნო კამპანია, რომელსაც მე ვისურვებდი. მე მქონდა წინადადება, რომ ჩაგვეტარებინა ევროპული სტილის კამპანია, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, ეს ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანია. ყველაზე მეტად შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ კამპანიის დროს, ვრცელდება ის, რაც ტიპურად არის რუსული, ბოლშევიკური მეთოდები – ადამიანის დისკრედიტაცია ყველა კუთხით, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამას მე ვპასუხობდი მოთმინებით და ბოლომდე გავიტან მოთმინებას”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
“შემაშფოთებელია, რომ ამ კამპანიისას, ვრცელდება ის, რაც რუსული, ბოლშევიკური მეთოდებია”
2018/11/24 16:40:27
ნანახია: 720 ჯერ